ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჩატარდა 34 159 ტესტი.
21 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.80%.
გარდაიცვალა კიდევ 48 ადამიანი.
21 აგვისტოს აიცრა 23 303 მოქალაქე.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 514 744 შემთხვევა გამოვლინდა.
სულ გარდაიცვალა 6 771 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, აჭარა - 598, იმერეთი - 506, ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 168, გურია - 161, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 246, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 69, სამცხე-ჯავახეთი -104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.
დღეისთვის ერთდროულად ინფიცირებულია 59 659 ადამიანი.
მათგან 7 345 მკურნალობს საავადმყოფოებში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 218, აჭარაში - 955, იმერეთში - 1 095.
მძიმე პაციენტია 1 547 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 622, აჭარაში - 149, იმერეთში - 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 28, იმერეთში - 21.
3 494 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 613 - თბილისში, 1 247 - აჭარაში.
48 820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
რაც შეეხება ვაქცინაციას:
NCDC-ის ცნობით, სრულად აცრილია 286 187 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10%.
ერთი დოზით აცრილია 675 978 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 23.7%-ია.
აცრა იცავს სიკვდილისგან. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის არავინ ყოფილა 2 დოზით აცრილი.
ამჟამად საქართველოში 4 დასახელების ვაქცინაა ხელმისაწვდომი. აცრის გასაკეთებლად შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია, ასევე, გახსნილია 8 პუნქტი, სადაც აცრა დაურეგისტრირებლად არის შესაძლებელი.